მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც საფრანგეთის წარმომადგენელი სიტყვით გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დემარში მოხდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის ახლო ევროპელმა მოკავშირემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო გააკრიტიკა.

მოულოდნელი დემარში მოჰყვა უკრაინის საკითხზე გამართულ სხდომაზე აშშ-ის წინააღმდეგობას, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის კიდევ ოთხი წლით ხელახლა დანიშვნის გამო. თურქის კანდიდატურას, რომელიც პარასკევს კენჭისყრაზე გავიდა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საფრანგეთმაც.

ამერიკელი დიპლომატების მიერ სხდომის დატოვება ასახავს არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ურთიერთობების გაუარესებას, არამედ აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ უფრო ფართო უთანხმოებასაც, წერს სააგენტო.

უთანხმოების საგანია ტრამპის დამოკიდებულება ნატოს მიმართ, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შესაძლო გადანაწილება და მისი სურვილი, კონტროლი დაამყაროს გრენლანდიაზე, რომელიც ნატოს წევრი დანიის შემადგენლობაში შედის.

ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ ევროპელებმა, რომლებთანაც კონსულტაციები არ გამართულა, ირანთან ომის დროს აშშ-ს საკმარისი მხარდაჭერა არ გაუწიეს. შექმნილი დაძაბულობის ფონზე მაკრონი აქტიურად ცდილობს ევროპის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას და ბირთვული ქოლგის უზრუნველყოფას, როგორც კონტინენტის ერთ-ერთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი, ბრიტანეთთან ერთად.

სხდომის დროებით დატოვების შემდეგ აშშ-ის ელჩის მოადგილემ გაეროში დენ ნეგრეამ საფრანგეთი „მორალური აღშფოთების“ მოჩვენებით გამოხატვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი ცდილობს მსოფლიოს ყველა საკითხზე, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, მენტორული ტონით ესაუბროს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები საფრანგეთის გვერდით იდგა ყველა იმ კონფლიქტში, სადაც მისი „თავისუფლება საფრთხის წინაშე იდგა“ და აქამდე მოთმინებით ეკიდებოდა პარიზის „პოზიორობას“ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამო, „მაგრამ ეს აღარ გაგრძელდება“.

დიპლომატიური დაპირისპირების უშუალო მიზეზი გახდა გასულ პარასკევს ჟენევაში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო აშშ-ის წინააღმდეგობა ვოლკერ თურქის მეორე ვადით დანიშვნის მიმართ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თურქის კანდიდატურას მხარი 144 ხმით დაუჭირა, წინააღმდეგ 10 ქვეყანა წავიდა, ხოლო 13-მა თავი შეიკავა. წინააღმდეგი იყო შეერთებული შტატებიც.

გაეროში საფრანგეთის მისიამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „აშშ ოდესღაც ადამიანის უფლებების შუქურა იყო. ახლა - აღარ. დღეს ის ჩრდილოეთ კორეის, ნიკარაგუის, მალისა და რუსეთის გვერდით დგას, იზოლაციაშია და მსოფლიოს აღარ უსმენს“.

ამის საპასუხოდ გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა X-ში დაწერა, რომ საფრანგეთი „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს მფარველობს“ და მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც „თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთი და ისრაელი, მუდმივად მოძღვრავს მაშინ, როცა მსოფლიოს ყველაზე სასტიკ მჩაგვრელებთან დაახლოებას ცდილობს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

იმედი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი