მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

იმედი|imedinews.ge

ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australia საქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.

სტატიის ავტორი თბილისს აღწერს, როგორც ქალაქს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის არქიტექტურაზე, გასტრონომიაზე, ღვინის კულტურაზე, სასტუმროებსა და ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე.

„ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი მის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ქალაქად იქცა. კავკასიონის მთების გულში მდებარე საქართველოს დედაქალაქი ყოველგვარ ინდექსებზე მაღლა დგას, როდესაც საქმე ტრენდულ სასტუმროებს, გამორჩეულ რესტორნებსა და დინამიკურ არტ-სცენას ეხება“, - წერს ავტორი.

Travel + Luxury ავსტრალიის პრესტიჟული სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც მაღალი კლასის მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოს პრემიუმ მიმართულებებს აშუქებს. საქართველოს შესახებ სტატია სამოგზაურო გამოცემის 800 000-იანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციასა და მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების დაინტერესებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი