მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავთანდილ კასრაძე: Google არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან
ავთანდილ კასრაძე: Google არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან

ავთანდილ კასრაძე: Google არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Google Street View-ს საქართველოში ოპერირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

„Google Street View-ს საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, ახლა უკვე ონლაინ არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო აუდიტორიისთვის. შედეგად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მიმზიდველი გახდება. გარდა ამისა, Google Street View შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მცირე ბიზნესებს თავიანთი პროდუქცია უკეთ წარმოაჩინონ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

GITA-ს თავმჯდომარის თქმით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების შექმნა ქართული ინოვატორებისთვის, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო აქსელერატორებისთვის.

„საერთო ჯამში, ეს უფრო მეტად აისახება საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. გუგლი არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.

Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი