მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავთანდილ კასრაძე: მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში - ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ
ავთანდილ კასრაძე: მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში - ყველას მოვუწოდებ, ყველა ტექნოლოგიური რესურსი გამოიყენონ

იმედი|imedinews.ge

რა გამოარჩევს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს სხვა ანალოგიური ჰაბებისგან - ამ საკითხზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა გავამარტივოთ პროცესი, რაც გულისხმობს მხარი დავუჭიროთ გლობალურ მასშტაბირებადობას ქართული ინოვაციური სტარტაპების. ამიტომ ერთად შევკარით ყველა ის საჭირო კომპონენტი, რაც ამისთვის მნიშვნელოვანია. აქ, ერთ ჭერქვეშ იქნება დამწყებიც და უკვე საბოლოო ეტაპზე მყოფი ინოვაციური სტარტაპი და ეს სინერგიას ქმნის.

რა თქმა უნდა ტექნოლოგიური მუზეუმი უნიკალური არ არის, წამყვან ტექნოლოგიურ ქვეყნებში არის, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთი კონცეფციის ქვეშ შევიმუშავეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა ყველაფერზე გაუადვილდეთ“, - აღნიშნა კასრაძემ.

მისი განმარტებით, ყველა სეგმენტი, რაც კი აკლდა საქართველოს, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბით მთლიანად არის შეთავაზებული.

„მეტალზე, ტიტანზე მბეჭდავი 3D პრინტერიც კი არის წარმოდგენილი. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კი რაიმე ინოვაციური იდეა გაუჩნდებათ, მინდა ვუთხრა, რომ წარმოუდგენელია რაიმე იდეა გაუჩნდეთ და მათ ფრთები ვერ შეასხან ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველას მოვუწოდებ გამოიყენონ ყველა ეს ტექნოლოგიური რესურსი“, - აღნიშნა კასრაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი