მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს
AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს

AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს გზავნილი თეირანს როგორც პირდაპირი არხებით, ისე რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადაეცა. ამის შესახებ გამოცემას აშშ-ის სამმა მაღალჩინოსანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ირანმა სამი კვირის წინ ვაშინგტონთან გაფორმებული მემორანდუმი დაარღვია, რადგან ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე აკვატორიაში კომერციულ გემებს არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თავდასხმებმა ისედაც მყიფე შეთანხმება ჩაშლის ზღვრამდე მიიყვანა. ამ ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულია“.

აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, თუ ირანს ასეთი მარტივი ვალდებულების შესრულებაც არ შეუძლია, ეს სერიოზულ ეჭვს აჩენს მის მზადყოფნასა და შესაძლებლობაზე, შეასრულოს გაცილებით უფრო რთული ბირთვული შეთანხმება.

AXIOS-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი საიდ ბადრ ალ-ბუსაიდი დღეს მუსკატში შეხვდებიან, სადაც ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

იმედი

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

იმედი

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

იმედი