მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აშშ-ში რეკორდულმა 62,8 მილიონმა მაყურებელმა ნახა
AXIOS: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აშშ-ში რეკორდულმა 62,8 მილიონმა მაყურებელმა ნახა

AXIOS: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აშშ-ში რეკორდულმა 62,8 მილიონმა მაყურებელმა ნახა

იმედი|imedinews.ge

კვირას გამართულ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აშშ-ში 62,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებისა და ფეხბურთის სატელევიზიო ტრანსლაციების ისტორიაში ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, რეკორდული აუდიტორია ფეხბურთის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს და, სავარაუდოდ, მომავალში მედია უფლებების ღირებულების ზრდასაც შეუწყობს ხელს.

ფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. Telemundo-ს ინფორმაციით, ეს მატჩი ესპანურენოვანი მაუწყებლობის ისტორიაში ყველაზე ყურებადი საფეხბურთო ტრანსლაციაც გახდა.

აშშ-ში ინგლისურენოვანი ტრანსლაცია, რომლის ექსკლუზიური უფლებაც Fox-ს ეკუთვნოდა, თითქმის 39 მილიონმა მაყურებელმა ნახა. კომპანიის ცნობით, ეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან შედარებით 132%-ით მეტია.

ამასთან, ესპანურენოვან მაუწყებელ Telemundo-ზე მატჩს თითქმის 24 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, რაც 2022 წლის ფინალის მაჩვენებელს 166%-ით აღემატება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი