მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება
AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება

AXIOS: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავს, აშშ ამ ეტაპზე მას არ უერთდება

იმედი|imedinews.ge

საუდის არაბეთი და იემენის სამთავრობო ძალები უახლოეს დღეებში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას გეგმავენ. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

ოპერაციის მიზანია ჰუსიტების განდევნა წითელი ზღვის სანაპიროს იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ისინი ბაბ-ელ-მანდების სრუტეს აკონტროლებენ, წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო რამდენიმე კვირაში უკვე მეორედ, აშშ-მა უარი თქვა საუდის არაბეთის თხოვნაზე, შეუერთდეს ოპერაციას და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელოს. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს, თუ ოპერაციას პრობლემები შეექმნება.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე მსოფლიო ვაჭრობისა და საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია. სრუტეზე კონტროლი „ჰუსიტებსა“ და მათ ირანელ მოკავშირეებს აშშ-ზე, მის სპარსეთის ყურის მოკავშირეებსა და მსოფლიო ეკონომიკაზე ზეწოლის დამატებით ბერკეტს აძლევს.

ბოლო კვირებში „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავეს, საიდანაც სრუტის კონტროლია შესაძლებელი. ამასთან, მათ საუდის არაბეთის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები გააძლიერეს. საპასუხოდ, საუდის არაბეთმა „ჰუსიტების“ პოზიციებზე საჰაერო იერიშები განახორციელა.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, საუდის არაბეთი ოპერაციას რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა და მისი გეგმა საუდის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

AXIOS-ის ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობისადმი ერთგული სახმელეთო ძალები, რომლებსაც საუდის არაბეთის ავიაცია დაუჭერს მხარს. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ხუთშაბათს საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს დაურეკა, მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი ოპერაციის შესახებ და კიდევ ერთხელ სთხოვა აშშ-ს, „ჰუსიტები“ს წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განეხორციელებინა.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ „ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროა“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალი“-ს, „ლელო“-სა და „დროა“-ს წევრები და აქტივისტები იმყოფებოდნენ

მედია: პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის

მედია: პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის

იმედი

ცესკო მოქალაქეებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის უბნებზე არსებულ წესებს შეახსენებს

ცესკო მოქალაქეებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის უბნებზე არსებულ წესებს შეახსენებს

იმედი