მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი
აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი

აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი

იმედი|imedinews.ge

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია.

2026 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 40 978 განაცხადი. დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:

დისტანციური რეგისტრაცია ავტორიზაციის გარეშე

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ჩანართი „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრაცია“ https://rs.ge/gamblingRestriction ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაიაროს იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. მონაცემების შეტანამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია რეესტრში მონაცემების ასახვისა და შემდგომ მისი ამოღების წესებისა და პირობების შესახებ.

ავტორიზებული მომხმარებლის პირადი გვერდი

თუ უკვე გააქტიურებული გაქვთ პირადი ელექტრონული გვერდი პორტალზე - eservices.rs.ge შესაძლებელია ავტორიზაციის გზით წარადგინოთ განცხადება დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე.

ვიზიტი მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში

დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა, ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი