
ბაჩო ოდიშარია: 2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი
კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით გაივლო. რა ტიპის მმართველობა დასრულდა მაშინ და რა ეტაპი დაიწყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და დიდი სახალხო ერთობა, მივიღებდით ტოტალურ დიქტატურას ქვეყანაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ორი ალტერნატივა იქნებოდა - ან სამოქალაქო ომი მოხდებოდა და განმეორდებოდა 90-იანი წლების დასაწყისი უარესი ფორმით, ან მივიღებდით იმდენად დამორჩილებულ, ერთი ადამიანის სურვილებზე მორგებულ ქვეყანას, რომ მას არ ექნებოდა არანაირი იდენტობა. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას მოუწია გამკლავება როგორც პანდემიასთან, ინფლაციასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, ომთან ჩვენ ირგვლივ. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, რომელიც არსებობს ჩვენს ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge