მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს
ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს

იმედი|imedinews.ge

მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს, 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა, აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკასთან“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ცრუ მედიასაშუალებებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხი ბრალდებებისთვის, რომელთაც უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე ავრცელებენ.

„ისინი კი გვაბრალებენ, რომ სიტყვის და მედიის თავისუფლება არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან, პირიქით, აღვირახსნილი სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლებაა და მათ არ გააჩნიათ თვითცენზურა, რომ რაიმე ტიპის პროფესიული ეთიკა დაიცვან, ან ზოგადად ეთიკა დაიცვან, ყველაზე სწორი ფორმა იქნება, რომ ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიეცეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ თუ ისინი ერთ ადამიანს მაინც მოატყუებენ და შეიყვანენ შეცდომაში, მათ მიზანი უკვე მიღწეული აქვთ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ რა ტიპის მედიასაშუალებას უყურებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ შეიძლება.

„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობსფორმულა
  • ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებსნეტგაზეთი
  • ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება - სალომე სამადაშვილიტვ პირველი
  • "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინაBM.GE
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ