მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა
ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

ბაკურიანში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საბავშვო ბაღი კი დასრულების ეტაპზეა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

ახალი სკოლა შენდება ყოფილი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიცავს საკლასო ოთახებს, ლაბორატორიას, სპორტულ და კვების სივრცეებს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სპორტული მოედნის მოწყობა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება.

საბავშვო ბაღში, სასწავლო ოთახებთან ერთად, განთავსებულია საძინებლები, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სამზარეულოს ბლოკი. მოწყობილია, ასევე, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.

პროექტების განხორციელების შედეგად ბაკურიანს შეემატება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ზოგად, ისე სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება