მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალი გაიმართა
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალი გაიმართა

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.

მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მინისტერიალზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე და თუ რამდენად მზარდია რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

„საქართველომ მონაწილეობა მიიღო „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში", რუმინეთთან, უნგრეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გლობალურად ენერგეტიკის სექტორში არსებობს და თუ რამდენად მზარდია ჩვენი რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მათ შორის მწვანე დერეფნის კონტექსტში, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმებისა და ზოგადად სექტორის განვითარების პერსპექტივებით, ჩვენ უზრუნველვყოთ ძალების გაერთიანება და ამავდროულად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრის ფარგლებში საკმაოდ ამომწურავად გვესაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ, იმ ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სექტორის განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველვყოთ ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველო, პირველ რიგში, გახდეს თვითმყოფადი ელექტროგენერაციის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ენერგეტიკული რესურსის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ახლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რაც არის უშუალოდ ფსკერის კვლევები იმისთვის, რომ აქტიურად დავიწყოთ უშუალოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა GECO Power Company-ის ბიუჯეტი, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია მარეგულირებელი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა.

მინისტერიალზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.

მინისტრიალს დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობების, ბაზრის განვითარებისა და აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

იმედი

დავით ქართველიშვილი: დღევანდელი ანკარა ორ გზას შორის არჩევანს ჰგავს - ერთი გზა მსოფლიოს შემდგომ მილიტარიზაციამდე მიდის, მეორე - დერეფნების მშენებლობისკენ. პირველი ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს, მეორე კი ახალ დამაკავშირებელ ხიდებს

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად

პროკურატურა: სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას თითქოს, ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია