მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად განხორციელების საკითხები და ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ბათუმის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ კონკრეტული მითითებები მისცა.

აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, იზრდება დატვირთვა ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალურ სერვისებზე. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავებას, სატრანსპორტო ნაკადების ორგანიზებასა და მუნიციპალური სერვისების მუდმივ მონიტორინგს.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მობილიზაციაშია, რათა ქალაქმა შეუფერხებლად უმასპინძლოს ტურისტულ სეზონს და ამავდროულად, ყოველდღიურად უზრუნველყოს ხარისხიანი მუნიციპალური სერვისები ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი