
ბათუმის საფორტეპიანო მარათონი პირველად გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ბათუმის საფორტეპიანო მარათონი პირველად გაიმართა. მარათონში სამუსიკო სკოლების 40-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
საღამოზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი პიანისტების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. ინიციატორი აჭარის კულტურის სამინისტრო იყო.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge