მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑
ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

იმედი|imedinews.ge

ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

თავისი სამეფო წარმოშობის შესახებ კლემანმა დედისგან 16 წლის ასაკში შეიტყო. ოთხი წლის შემდეგ მან მამა მოინახულა, რომელიც დნმ-ტესტზე დათანხმდა.

მამობის დადასტურების შემდეგ კლემანსა და ლორანს შორის „ღია და პატიოსანი საუბრები“ შედგა. ექვსი თვის შემდეგ, მერიის შენობაში გამართულ მოკრძალებულ ცერემონიაზე, კაცი იურიდიულად ცნეს მეფის უმცროსი ძმის ვაჟად და მემკვიდრედ, თუმცა საჯარედ ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.

ფორმალურმა აღიარებამ ახალ პრინცს მიანიჭა უფლება, ლორანის პირად ქონებაზე ნახევარძმებთან და დებთან თანაბრად პრეტენზია ჰქონდეს. ამავდროულად, მას არ გააჩნია ოფიციალური მოვალეობები და ბელგიის ტახტზე უფლებები.

კლემანმა განაცხადა, რომ ახლა მას შეუძლია მამის გვარი აიღოს, თუმცა დარწმუნებული არ არის, გააკეთებს თუ არა ამას.

„მე ვამაყობ ვანდენკერკჰოვის გვარით. ამ გვარის დათმობა იმ ყველაფრის ღალატი იქნებოდა, რაც დედაჩემმა ჩემთვის გააკეთა“, - განუცხადა პრინცმა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი