
ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის სამხრეთში, „უსაფრთხოების ზონაში“ ჩავიდა
იმედი|imedinews.ge
ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის სამხრეთში, „უსაფრთხოების ზონაში“ ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი ისრაელელი სამხედროების დისლოკაციის ადგილს ეწვია და ჯარისკაცებს შეხვდა.
ე.წ. ბუფერულ ზონაში მყოფმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის არმია იქ ჰეზბოლას განიარაღებამდე დარჩება. პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ ისრაელელ სამხედროებს ბრძანება აქვთ, დაჯგუფების მხრიდან საფრთხის შემთხვევაში რეაგირება მოახდინონ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge