მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა
ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა

იმედი|imedinews.ge

დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე - 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ასეთი საქმეების 84% უკავშირდება 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს.

„ანგარიშის მიხედვით, რა მონაცემებიც არის წარმოდგენილი, ძალიან მკაფიოდ დასტურდება, რომ დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე. 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, თუ 2011 წელს შევადარებთ 2026 წელს, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული. ეს ნიშნული იმდენად მაღალია, რომ ბუნებრივად გულისხმობს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას, რადგან ადამიანები სტრასბურგის სასამართლოში მიდიან მაშინ, როდესაც ისინი უკმაყოფილოები არიან ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების სისტემით.

მეორე, ეს მონაცემი, რომელიც წარმოდგენილია, ასევე შედარებისთვის რომ განვიხილოთ, 29 ევროპულ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელია. 29 სახელმწიფოდან 19 არის ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ესეც არის მკაფიო დასტური, ობიექტური შეფასება იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არის ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომ 0%-ზე იყოს ეს მაჩვენებელი. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ასეთი საქმეები. ძირითადი საქმეები, დიდი ჯგუფი, რომელიც გამოკვეთილია, შეეხება ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას, ასევე არასათანადო მოპყრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ. ასეთი საქმეების 84% უკავშირდება 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →ევროკავშირის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი