მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია
ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია

ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია

იმედი|imedinews.ge

არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისივე თმით, ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა საერთაშორისო სტანდარტს არღვევს, ან რაღაც ლიმიტს გადასცდა და ა.შ. სინამდვილეში როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს წამების პრევენციის ექსპერტთა ჯგუფს აქვს შეფასება გაკეთებული, რომ პატიმართა რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში.

„მონაცემები ისეა წარმოჩენილი, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. მიმდინარე წელს, მხოლოდ 8 თვეში 861 პირი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ეს რაოდენობა უთანაბრდება გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს. საიამ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიზეზებისთვის გამოიყენა ეს ფორუმი და ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა როგორია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათ ზოგად კონტექსტში, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა გაუარესებული და თითქოს ენჯეო სექტორი ვიწროვდება, ამ კუთხით გამოიყენეს, საერთოდ არარელევანტური თემატიკაა ეს ამ ანგარიშისთვის.

თვითონ გაეროს და ევროსაბჭოს ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ უპოვიათ მათ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია პატიმარზე იძალადებდა, მათ არაფერი უხსენებიათ იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც კი არ მიუღია არც სტრასბურგის სასამართლოს და არც გაეროს კომიტეტებს დასაშვებად საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა. თითქოს პატიმრების რაოდენობის ზრდას უკავშირებს, რომ როდესაც სახელმწიფომ გაამკაცრა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ანგარიშში ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასმული და ბუნებრივია სახელმწიფო ამ თემას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.

ნარკოდანაშაულთან და ნარკორეალიზატორებთან მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს და ასეც გაგრძელდება, რადგან ეს არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს არ აზარალებს და მომავალ თაობას ფაქტობრივად სპობს. შესაბამისად თუ საიასთვის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გასაგებია მსგავსი ინფორმაცია როცა იგზავნება რა ინტერესებს ემსახურება საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, საიას ანგარიშს რეალურ ფაქტებს უპირისპირებს და სუბიექტურ და შეცდომაში შემყვანს უწოდებს მათ მიერ, გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დამალულ ციფრებზე და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის არასწორად წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: აბსოლუტურად ლოგიკური გამოხმაურება იყო ბერას მხრიდან

იმედი

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

იმედი

The Times: ბრიტანეთში 700-ზე მეტი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იწყება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობდა

The Times: ბრიტანეთში 700-ზე მეტი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება იწყება. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სხვა გზა არ არსებობდა

იმედი

მედია: ტენესის შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა

მედია: ტენესის შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა

იმედი