მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან
ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

ბექა ძამაშვილი: სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან

იმედი|imedinews.ge

ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის.

„კონკრეტული ადამიანების - საჯარო მოსამსახურეების, თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ არ შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს აბსოლუტური, ისე, რომ ვისაც მოუნდება, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენოს, მუქარა გამოხატოს, სიძულვილის ენით ისაუბროს, დაამციროს. ამგვარი გამოხატვის ფორმა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არის დაუშვებელი… ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი