მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბექა გელენავა: დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას
ბექა გელენავა: დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას

ბექა გელენავა: დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას

იმედი|imedinews.ge

შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთიდან იწყება და საქართველოს გავლით ევროპას უკავშირდება. ამ მარშრუტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წარმოადგენს, რომელმაც საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქცია კიდევ უფრო გააძლიერა, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ბექა გელენავამ გააკეთა.

მისივე განცხადებით, შუა დერეფანში საქართველოს მზარდი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ზრდის სატრანზიტო შემოსავლებს, იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო დონეზე.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის 751 მილიონი დოლარის პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 372 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო“, - განაცხადა ბექა გელენავამ სხდომაზე.

საკრებულოს წევრმა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებულ პროგნოზზეც გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.3%-დან 6.5%-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, აღნიშნული პროგნოზი იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი ატარებს.

„დღეს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას“, - განაცხადა ბექა გელენავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი