მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია

იმედი|imedinews.ge

ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.

მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.

„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.

ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.

ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარი უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა შესაბამისი ზომებისთვის მიემართა. „მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი", - აცხადებს ბერა ივანიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობსფორმულა
  • ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება - სალომე სამადაშვილიტვ პირველი
  • TI-საქართველო: „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებსნეტგაზეთი
  • "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინაBM.GE
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

იმედი

POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

იმედი