მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება
ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება

ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება

იმედი|imedinews.ge

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.

ადგილობრივმა მკვიდრმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.

„სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის, დამატებით გათვალისწინებულია სააგენტოს ტექნოლოგიური გადაიარაღება თანამედროვე საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს