მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბესიკ ამირანაშვილი: ტყეში უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა
ბესიკ ამირანაშვილი: ტყეში უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.

უწყების ცნობით, ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.

რეფორმის ფარგლებში 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტიც. უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში გაიარონ გასაუბრება და ტყის მცველის პოზიციაზე დასაქმდნენ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ტყის მცველის პოზიციაზე მუშაობის მსურველებმა პირადი მონაცემები მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე hr@forestry.gov.ge. ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ

POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ

იმედი

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი