მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს
Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

იმედი|imedinews.ge

პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

საუბარია Patriot-ის სისტემის PAC-3 MSE ტიპის რაკეტებზე, საზღვაო ძალების Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებსა და არმიის THAAD-ის სისტემის მაღალი სიმაღლის რაკეტებზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მოთხოვნილი თანხიდან 5,75 მილიარდი დოლარი Lockheed Martin-ის წარმოების THAAD-ის რაკეტების შესაძენადაა გათვალისწინებული, ხოლო 5,57 მილიარდი დოლარი - Patriot-ის PAC-3 MSE მოდიფიკაციის დამატებითი რაკეტებისთვის.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანალიტიკოსის კრის პარკის შეფასებით, აღნიშნული დაფინანსებით პენტაგონი შეიძენს: 1 137 ერთეულ PAC-3 MSE ტიპის რაკეტას; 479 THAAD-ის რაკეტას; 462 Tomahawk Land Attack Missile-ს; 433 Precision Strike Missile-ს (PrSM) და 442 SM-6 ტიპის რაკეტას.

კონგრესისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, დაფინანსების პაკეტი ასევე მოიცავს 3,28 მილიარდ დოლარს RTX-ის წარმოების Standard Missile-ის სამი სხვადასხვა მოდიფიკაციის შესაძენად, ასევე 100 მილიონ დოლარს Lockheed Martin-ის ახალი კლასიფიცირებული ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის, Joint Advanced Tactical Missile (JATM)-ის შესაძენად, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეიარაღებაში მიღებული.

დოკუმენტები, რომლებიც პენტაგონმა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტებს გადაუგზავნა, ასახავს აშშ-ის შეშფოთებას შეიარაღების მარაგებთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ამერიკული ძალები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა და რეგიონში მდებარე ბაზებზე განხორციელებულ ირანულ სარაკეტო და დრონებით შეტევებს იგერიებდა, წერს გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი