მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს
Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს

Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს

იმედი|imedinews.ge

ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ლუკასი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეა და მის შეხედულებებს იზიარებს, განსაკუთრებით იმას, რომ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოები „პოლიტიკური კორექტულობით დაავადდნენ“.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს, როცა გაბარდს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამტკიცებდნენ, ლუკასმა კონგრესში განაცხადა, რომ ამერიკული სადაზვერვო საზოგადოება, რომელიც 18 უწყებას აერთიანებს, გახდა „მიზნის არმქონე, გაბერილი, გაურისკავი და ხშირ შემთხვევაში ძირითად მიზნებსა და ამოცანებს ასცდა“.

ცნობისთვის, გაბარდმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა. გადადგომის მთავარ მიზეზად გაბარდის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი