მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს
Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს

Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს

იმედი|imedinews.ge

თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ანკარა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ში წარმოებული F-35-ის მეხუთე თაობის გამანადგურებლების შეძენის გზას გახსნის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ანკარამ აღნიშნული ინიციატივით რუსეთს ბოლო კვირებში მიმართა. ეს მოხდა რამდენიმე თვის შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა S-400-ების რუსეთისთვის დაბრუნების იდეა წამოაყენა, თუმცა ამ წინადადებას, თურქი ოფიციალური პირების თქმით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

ამავე დროს, აშშ-ის სენატორებმა ჟურნალისტებს ამ კვირაში განუცხადეს, რომ S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაც, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს, რადგან ეს ვაშინგტონის უსაფრთხოების შეშფოთებას სრულად ვერ მოხსნის.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთთან მოლაპარაკებები ნატოს ლიდერების ანკარის სამიტამდე დაიწყო. სწორედ ამ სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ, შესაძლოა, მალე გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომლითაც თურქეთს F-35-ების შეძენა აეკრძალა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ წინადადებას წინ უსწრებდა თურქეთის კიდევ ერთი შეთავაზება. ანკარა მზად იყო S-400-ები საკუთარ შეიარაღებაში დაეტოვებინა, თუმცა აშშ-თვის მათი ექსპლუატაციის კონტროლის საშუალება მიეცა, რათა გაეფანტა ვაშინგტონის შეშფოთება, რომ სისტემის მიერ შეგროვებული მონაცემები F-35-ის დაბალი რადარული ხილვადობის შესაძლებლობებს საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა, თურქი ოფიციალური პირების თქმით, ამ იდეამაც აშშ-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ S-400-ები თურქეთის შეიარაღებაში ირიცხება, ანკარა ამ სისტემებს ამჟამად არ იყენებს.

აშშ-მა თურქეთი F-35-ის პროგრამიდან 2019 წელს ამოიღო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ვაშინგტონი აცხადებს, რომ თურქეთი პროგრამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ S-400-ებზე უარს იტყვის.

Bloomberg-ის ცნობით, თუ რუსეთი ანკარის მოთხოვნას დათანხმდება, თურქეთში არსებული S-400-ის ბატარეები მესამე ქვეყანაში გადაიგზავნება. თუმცა, გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რომელ ქვეყანაზეა საუბარი. მათივე ინფორმაციით, მოსკოვს ანკარის წინადადებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს საკითხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის დღის წესრიგშიც იყო, როდესაც ის ივნისში რუსეთის ქალაქ ყაზანში გაემგზავრა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი