მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი
ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

მან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარის ნაბიჯები პოზიტიურია.

„უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ინიციატორი მე ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის სუვერენიტეტს. თუმცა, გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები, რას ემსახურებოდა საქართველოსთან დამოკიდებულება, საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულება, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დამოკიდებულება, რამაც სამართლიანი განწყობები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში.

ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოითხოვს განხილვას და პოზიციების დაფიქსირებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე. მნიშვნელოვანია, საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ, ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული.

ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?BM.GE
  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი