მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია
ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

მან ასევე განაცხადა, რომ გაგრძელდება უკრაინის მხარდაჭერა და გადაიდგმება ნაბიჯები ცხოვრების გაძვირების კრიზისის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახებს მძიმე ტვირთად დააწვა.

ბერნემმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა პოლიტიკისადმი ნდობის აღდგენას „იმედისა“ და „ეროვნული განახლების“ შეთავაზებით შეეცდება.

ბერნემმა ქვეყნის აღდგენის ათწლიანი გეგმის წარდგენა დააანონსა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთს ათწლეულების განმავლობაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვარდნისგან თავის დასაღწევად „გარდატეხის მომენტი“ სჭირდება.

„ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია“, - განაცხადა ბერნემმა მეფე ჩარლზ III-ის მიერ კირ სტარმერის შემცვლელად დამტკიცებისთანავე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა