მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა. ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი იყო დატანილი. კერძოდ, წარწერა: „მალვინის კუნძულები არგენტინაა“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა: „შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია. ჩვენი პოზიცია უცვლელია და ფოლკლენდელების მიმართ ჩვენი ვალდებულება ურყევია“.

პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მხარი დაუჭირა ბიზნეს მდივნის, პიტერ კაილის მოწოდებას, რომ FIFA-მ საფუძვლიანად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი. საქმე ეხება ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესების შესაძლო დარღვევას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის პოლიტიკური გზავნილების ან სლოგანების გამოყენებას მოედანზე.

დაუნინგ-სთრითის წარმომადგენლის თქმით, ნებისმიერი შემდგომი დისციპლინარული ღონისძიება FIFA-ს გადასაწყვეტია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი