მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან ისაუბრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში: მოლდოვაში, საბერძნეთსა და უკრაინა გამართულ ლგბტ პრაიდის ღონისძიებებზე, რომელსაც პროტესტისა და დაპირისპირების გარეშე არც ერთგან არ ჩაუვლია. აღნიშნულის ფონზე, ჩიხლაძემ განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ევრობიუროკრატია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს საქართველოში.

„უმცირესობა, რომელიც უმრავლესობის ნებასა და უფლებებს არაფრად აგდებს, - ეს ფრაზა ყველაზე მეტად გამოხატავს დღეს ბრიუსელში ბაზირებული ბიუროკრატების დამოკიდებულებას იმ ქვეყნებისა და საზოგადოებების მიმართ, რომლებიც მათ დღის წესრიგს არ ეთანხმებიან.

რატომ ეწინააღმდეგება ევრობიუროკრატია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს საქართველოში და რატომ ემუქრება ამ კანონის მიმღებ ხელისუფლებას სანქციებით, ამბოხით, „გადაგდებითა“ და რევოლუციებით - პასუხისთვის ბოლო 24 საათი და ეს კადრები გამოდგება.

სამი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა: მოლდოვა, საბერძნეთი და უკრაინა, დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია არა იმიტომ, რომ უმრავლესობის უფლებები ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ ლგბტ პრაიდის მთავარ ლოკაციებად იქცა. ღონისძიებებს ამ სამი ქვეყნიდან არც ერთში არ ჩაუვლია პროტესტისა და დაპირისპირების გარეშე.

მოლდოვაში, სადაც ლგბტქ+ პრაიდის ფარგლებში ერთნაირსქესიანთა სიმბოლური ქორწილიც გაიმართა, რაც კანონით ქვეყანაში ჯერ კიდევ აკრძალულია, ოპოზიციამ პრაიდისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ოჯახის მარში მოაწყო.

ლგბტ მარში ვიხილეთ ომში მყოფი უკრაინის დედაქალაქში და პარალელურად ვნახეთ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაც. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციის დანაყოფები აკონტროლებდნენ.

ყურადღების ცენტრში იყო საბერძნეთი და სალონიკი, სადაც ასევე გაიმართა პრაიდი და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბერძენი ბერი, პროტესტის ნიშნად როგორ დაწვა სატვირთო მანქანის წინ გზაზე. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა, რასაც ლგბტ აქტივისტების მხრიდან ბერის დაცინვა მოჰყვა.

ანუ ევრობიუროკრატიამ სრულად დაივიწყა მცნება, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. მოძალადედ, ბნელად, საზოგადოებისთვის საშიშად ნათლავენ ყველას, ვინც პრაიდსა და ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია, პედაგოგი, მშენებელი თუ პოლიტიკოსი. არც იმას, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია. ევრობიუროკრატია ებრძვის ყველას, ვინც მზადაა, ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციული ღირებულებებისთვის თავი გადადოს.

უკრაინაშიც, მოლდოვასა და საბერძნეთშიც დაგმეს პრაიდი და ბრიუსელის პროპაგანდისტული პოლიტიკა, რომელსაც მათი ხელისუფლებები უსიტყვოდ ემორჩილებიან, რადგან ისევე როგორც საქართველოში, ამ ქვეყნებშიც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ეწინააღმდეგება პრაიდსა და ლგბტქ პროპაგანდას, მიაჩნია, რომ ეს არის ევროკავშირის მცდელობა, წაშალოს ქვეყნის იდენტობა, რომელიც მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს განსაზღვრავს, შეურაცხყოს მისი კულტურა, ტრადიციები და გარდაგქმნას ის ბრიუსელისთვის მისაღებ, ეროვნულობისგან დაცლილ საზოგადოებად. სწორედ ამიტომ ემუქრება ბრიუსელი ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. რასაც ვერ ვიტყვით იმ ქვეყნებზე, სადაც მმართველები საკუთარი ხალხის ნაცვლად ბრიუსელსა და ევრობიუროკრატებს უსმენენ. მათ შემთხვევაში ბრიუსელში ადამიანის უფლებების დარღვევაზეც დახუჭავენ თვალს, კორუფციაზეც, ერის გადაგვარებაზეც და უსამართლობის დაკანონებაშიც შეუწყობენ ხელს - ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ავტოკრატ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთის უსიტყვო მორჩილებაში გადაწყვიტა ქვეყნის მართვა, უფრო სწორად, ქვეყნის განადგურება.

დამეთანხმებით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში უმცირესობებს ებრძვიან, მათი უფლებები კანონით არ არის დაცული ან მათი სიცოცხლისთვის საშიში გარემოა, თუმცა ვითარების ასე წარმოჩენას ცდილობს პროპაგანდა, რომელსაც ევრობიუროკრატია ქართველ აგენტურასთან ერთად აწარმოებს.

ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის ერთადერთი მიზანი მავნე პროპაგანდისგან მომავალი თაობის დაცვაა, რასაც ამ დრომდე არ თანხმდება ბრიუსელი და არ თანხმდება სწორედ იმიტომ, რომ ის არ გიყურებს როგორც თანასწორს, არამედ ქვეყანას, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ მისი ინტერესები უნდა გაატაროს და მისი დირექტივები შეასრულოს. შესაბამისად, ევრობიუროკრატების განცხადებები თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე სხვა არაფერია, თუ არა ფსევდოდემოკრატია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით

იმედი

დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია

„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია

იმედი