მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. BTS-ის შემდეგ, Grammy-ზე საკუთარ მუსიკას წელს არც Stray Kids-ი წარადგენს
BTS-ის შემდეგ, Grammy-ზე საკუთარ მუსიკას წელს არც Stray Kids-ი წარადგენს

BTS-ის შემდეგ, Grammy-ზე საკუთარ მუსიკას წელს არც Stray Kids-ი წარადგენს

იმედი|imedinews.ge

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კეი-პოპ ჯგუფი, Stray Kids-ი 2027 წლის Grammy-ს დაჯილდოების ბოიკოტში BTS-ს უერთდება. ეს ნაბიჯი აზიური პოპ-მუსიკისთვის ახალი კატეგორიის შემოღებას მოჰყვა, რაც, კრიტიკოსების შიშით, კეი-პოპისა და ჯეი-პოპის მსგავს ჟანრებს იზოლაციაში მოაქცევს.

BTS-მა ივლისში განაცხადა, რომ განსახილველად სიმღერებს არცერთ კატეგორიაში არ წარადგენდა და აღნიშნა, რომ იმედოვნებდა, მათ მუსიკას „რეგიონისა თუ ენის მიხედვით დაყოფის გარეშე, ზუსტად ისეთს შეიყვარებენ, როგორიც არის“.

Stray Kids-ი, რომელიც ახლახან პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, ვინც ფესტივალ Rock in Rio-ზე ჰედლაინერის სტატუსით წარდგა, მათ მაგალითს მიჰყვა. მოკლე განცხადებაში მათმა ლეიბლმა JYP-მ უბრალოდ აღნიშნა: „Stray Kids-ს Grammy-ზე წელს არაფერი წარუდგენია“.

აკადემიამ აზიური პოპ-მუსიკისთვის ახალი კატეგორიის შექმნა მულტფილმ K-Pop Demon Hunters-ის სიმღერის ისტორიული გამარჯვების შემდეგ გამოაცხადა, რათა ჟანრის გლობალური გავლენა უკეთ ასახულიყო. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ ცალკე კატეგორია აზიელ არტისტებს მთავარ ნომინაციებში აღიარების მოპოვებას ხელს შეუშლის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაერო: წლის პირველი 8 თვის განმავლობაში უკრაინაში ომის შედეგად 15 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაშავდა

გაერო: წლის პირველი 8 თვის განმავლობაში უკრაინაში ომის შედეგად 15 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაშავდა

იმედი

ესპანეთში საბინაო კრიზისს კვლავ აპროტესტებენ

ესპანეთში საბინაო კრიზისს კვლავ აპროტესტებენ

იმედი

„შავი ლომი“ დღეს სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება

„შავი ლომი“ დღეს სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება

იმედი

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი - საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო