მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა
ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს დილით რუმინეთიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე დრონი შეფრინდა და აფეთქდა.

„დღეს დილით, 08:10 საათზე რუმინეთის საჰაერო სივრციდან ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონი შემოვიდა და ბულგარეთის საზღვრიდან 100 მეტრში, სოფელ კარდამთან მდებარე ყოფილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ აფეთქდა. დაშავებულები არ არიან. ასევე არ დაზიანებულა შენობები და ინფრასტრუქტურა. აფეთქების ადგილი რუმინეთის სატუმბ სადგურიდან 200 მეტრში, ხოლო ტრანსბალკანეთის გაზსადენის ჩვენს სატუმბ სადგურიდან 1 000 მეტრში მდებარეობს. ტერიტორია იზოლირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები იმყოფებიან და ამჟამად დრონის ტიპს ადგენენ. ეს დრონი არც რუმინეთის და არც ბულგარეთის საჰაერო სივრცეში არ დაფიქსირებულა. დრონების აღმოჩენა და იდენტიფიცირება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება“, - აღნიშნულია რუმენ რადევის განცხადებაში.

როგორც რადევმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუმინეთის საჰაერო ძალების მიერ „შაჰედის“ ტიპის სამი დრონის ჩამოგდების შემდეგ, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში რადიოლოკაციური დაფარვისა და მონიტორინგის შესაძლებლობები გააძლიერა, ასევე გადაიყვანა შესაბამისი ძალები და საშუალებები დაბალ სიმაღლეზე მფრენი საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ვაძლიერებთ დაკვირვებას. ამ ინციდენტის შემდეგ ასევე გადავიყვანთ სასაზღვრო პოლიციის ძალებსა და საშუალებებს თურქეთის საზღვრიდან რუმინეთის საზღვრის მიმართულებით, რათა დრონების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდეს. გაძლიერებულია სტრატეგიული ობიექტების მონიტორინგი და დაცვა“, - წერს რადევი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა

კობა კობალაძე ბარამიძეზე:  ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

კობა კობალაძე ბარამიძეზე: ყოვლად ამაზრზენი განცხადება გააკეთა. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს

იმედი