მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია
ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია

იმედი|imedinews.ge

ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო, - ამ სიტყვებით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბერდია სიჭინავას სტატუსს ეხმიანება, სადაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.

ჩიხელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური თავდასხმის იარაღად მიუღებელია და აღნიშნული თემით მანიპულირება არც იუმორი და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულებაა.

„ლიდერის (გახარიას) ძიებაში დაკარგული ბერდია, თენგიზ შარმანაშვილის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ყოვლად მიუღებელ და გაუგონარ სტატუსს წერს. ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო. მაგრამ იმდენად ხართ შეჩვეული ტყუილების გავრცელებას, ადამიანების დაკნინებასა და პოლიტიკური ქულების წერას ნებისმიერი თემის ხარჯზე, რომ, როგორც ჩანს, ელემენტარული ზღვარიც აღარ არსებობს.

დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია. ელემენტარული ადამიანობა მაინც უნდა გკარნახობდეს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც უბრალოდ უნდა გაჩუმდე. როდესაც პოლიტიკური პოლემიკა პირად ტრაგედიებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება, ეს უკვე არა პოლიტიკური კრიტიკა, არამედ ღირსების ზღვრის გადაკვეთაა.

სკანდალის ძიებაში გამოკიდებულმა არ უნდა ჩაიდინო ისეთი საქციელი, რომელიც ადამიანურ სახეს დაგაკარგვინებს. პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ავადმყოფობაზე დაცინვა, ირონია ან ამ თემით მანიპულირება არც იუმორია, არც პოლიტიკა და არც თავისუფალი სიტყვის გამოხატულება. ეს უბრალოდ უღირსი საქციელია, რომელსაც გამართლება არ აქვს.

როგორც ჩანს, გახარიამ ბერდია ჭორაობაშიც კარგად გაწაფა. ამ პარტიისგან საზოგადოებას რეალური პოლიტიკური დისკუსია, არგუმენტებზე დაფუძნებული პოლემიკა არასდროს მოუსმენია. სამაგიეროდ, მუდმივად ისმის ჭორები, სპეკულაციები, პერსონალური თავდასხმები და სკანდალის ხელოვნურად შექმნის მცდელობები.

როგორც გახარია, ისე მთლიანად მისი პარტია ერთი დიდი ბოლია, რომლებიც რეალური პოლიტიკური დღის წესრიგისა და არგუმენტების ნაცვლად, მუდმივად ჭორებით, სპეკულაციებითა და ხმაურის შექმნით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, - წერს დავით ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი