მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა

ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა

იმედი|imedinews.ge

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, ნამდვილად შევნიშნე, რომ ზოგიერთმა პირმა გამოთქვა თქვენ მიერ ნახსენები შეხედულებები. თუმცა, მე მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად უყურებს ჩინეთსა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასეთ დასკვნამდე არ მივიდოდა, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჭოუ ციენმა ამგვარადა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „საქართველოში და დასავლურ წრეებში პერიოდულად ისმის მოსაზრება, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ან სტრატეგიული დამოკიდებულების რისკები შექმნას. რას უპასუხებდით ამ კრიტიკას? რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობა დარჩეს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ პარტნიორობად და არ წარმოშვას დისბალანსი საქართველოს სხვა საგარეო-პოლიტიკურ პარტნიორებთან მიმართებით?"

ელჩმა აღნიშნა, რომ პრინციპები, რომლებსაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას იცავენ, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა.

„ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად დაშორებულები არიან და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მოსახლეობის რაოდენობით, პოლიტიკური სისტემით, ეკონომიკური მოდელითა და მრავალი სხვა ასპექტით, თუმცა, პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა. ჩინეთი არ აკავშირებს საგარეო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას და საგარეო დახმარებას პოლიტიკურ პირობებთან და არასდროს მოითხოვს, რომ საქართველომ უარი თქვას საკუთარ მიზნებსა და დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებისას.

ჩინეთი ყოველთვის ემხრობოდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მისდიოს განვითარების ისეთ გზას, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ პირობებსა და ხალხის საჭიროებებს და ხელს უწყობდა ერებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთისგან სწავლას. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებმა შეინარჩუნეს მჭიდრო კომუნიკაცია ყველა დონეზე. ორივე მხარემ გაცვალა გამოცდილება მმართველობის სფეროში ისეთ თემებზე, როგორიცაა ფინანსური ინოვაციები, ინტერნეტის რეგულირება, არასრულწლოვანთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის განვითარების ახალი სირთულეებისა და გამოწვევების გადაჭრაში.

რაიმე საკითხის შესახებ შეხედულება სარკესავითაა, რომელიც თვითონ ადამიანის აზროვნებას აირეკლავს. ამიტომ, მტკიცება, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება გამოიწვევს საქართველოს დამოკიდებულებას ჩინეთზე და გავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზნებზე, არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ ზუსტად ასახავს გარკვეული პირების ბნელ აზროვნებას და ბოროტ განზრახვებს", - განაცხადა ელჩმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი