მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის“ მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა სულ უფრო აშკარა ხდება.

„შუა დერეფანს“ უნიკალური უპირატესობები აქვს და მისი პოზიცია გლობალურ მიწოდების ჯაჭვში ყოველდღიურად იზრდება. რა თქმა უნდა, ჩინეთ-ევროპის რკინიგზის ექსპრესის ჩრდილოეთ მარშრუტთან შედარებით, „შუა დერეფანი“ კვლავ ჩამორჩება ხარჯების, დროის, რკინიგზის, საავტომობილო გზების, პორტების, გადაზიდვების და განბაჟების გამარტივების კუთხით. თუმცა, ბოლო წლებში მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს „შუა დერეფანს“, აქტიურად ავითარებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები და ხელს უწყობენ „შუა დერეფნის“ კონცეფციის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ვინაიდან საქართველო საკუთარ თავს ევრაზიის ლოგისტიკური ცენტრის როლში ხედავს, მისი რკინიგზის, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლება, ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, წესების უნიფიცირება და გაციფრულება, გრძელვადიან მიზნებად დარჩება", - განაცხადა ელჩმა ჭოუ ციენმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი