მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო
ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო

ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ ასტეროიდ 2016 HO3-ის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ზონდმა „ტიანვენ-2“-მა დაახლოებით 20 კმ-ის მანძილიდან გადაიღო. კოსმოსურ ობიექტთან მიახლოების შემდეგ, აპარატმა სამეცნიერო პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ჩინეთმა მისია „ტიანვენ-2“ ასტეროიდების გამოსაკვლევად 2025 წლის მაისში გაუშვა. დაახლოებით 400-დღიანი ფრენის განმავლობაში აპარატმა თითქმის მილიარდი კილომეტრი დაფარა და ასტეროიდ 2016 HO3-ს მიუახლოვდა.

ზონდმა ობიექტის პირველი ფოტო გადაიღო და მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად ოპტიკური ნავიგაციის მონაცემები გამოიყენა. ამჟამად აპარატი ასტეროიდის სიახლოვეს აგრძელებს მუშაობას.

მისიის შემდეგი ეტაპი ასტეროიდის ზედაპირის, შიდა სტრუქტურისა და შემადგენლობის დეტალური შესწავლა იქნება. მიღებული მონაცემები დაეხმარება გრუნტის ნიმუშების შესაგროვებლად მომზადებაში, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანაც იგეგმება.

პროგრამის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, „ტიანვენ-2“ გაემგზავრება კომეტა 311P-ისკენ, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა მთავარ სარტყელში მდებარეობს, და იქ ორბიტალურ კვლევებს ჩაატარებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი