მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭოუ ციენი: ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის
ჭოუ ციენი: ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და პრობლემების გადაჭრის ორინცილებზე ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ 17 ივნისს ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის შექმნა: ჩინეთის იდეები, ინიციატივები და ქმედებები“, რომელშიც განმარტებულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული გლობალური მმართველობის ინიციატივები და ჩინეთის ქმედებები და პრაქტიკა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში მონაწილეობის კუთხით.

„როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა. გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირება, გაუმჯობესება და მისი ეფექტურობის გაზრდა მსოფლიოს ქვეყნების საერთო მისწრაფებაა. გლობალური მმართველობის ინიციატივა, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს, ესენია სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის განხორციელება, ადამიანზე ორიენტირება და მოქმედებაზე აქცენტირება, ძალიან მოიწონა საერთაშორისო საზოგადოებამ და მხარი დაუჭირა თითქმის 160-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველომ.

ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის.

მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და უკრაინაში, ღაზასა და ირანში მომხდარი ტრაგედიების განმეორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ პირველ რიგში, მტკიცედ უნდა დავიცვათ გაეროს ძირითადი პოზიცია, პატივი ვცეთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინ აღვუდგეთ უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით განხორციელებულ ცალმხრივ ქმედებებს; მეორე, აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი რეგიონული ცხელი წერტილების დეესკალაციას და დიალოგისა და კონსულტაციების გზით მივაღწიოთ პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარებას; მესამე, უნდა დავიცვათ ღიაობისა და განვითარების სწორი მიმართულება და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, რომლის ბირთვიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა; მეოთხე, სრულად უნდა გამოვიყენოთ გლობალური სამხრეთის საკვანძო როლი და გავაძლიეროთ განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ხმა საერთაშორისო ურთიერთობებში; და მეხუთე, უნდა აღმოვფხვრათ გლობალური მმართველობის ნაკლოვანებები და დეფიციტი და გამოვასწოროთ მმართველობის მექანიზმებსა და წესებში არსებული ხარვეზები ისეთ ახალ სფეროებში, როგორიცაა კოსმოსი და ხელოვნური ინტელექტი.

ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის მშენებლობის ხელშესაწყობად. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გლობალური მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო დიდ შედეგებს გამოიღებს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ჭეიშვილი: დღეს ყველა ხედავს, კიდევ უფრო ამკაცრებენ, რომ რაიმე ტიპის გვერდის ავლით არ მოხდეს შავი ფულის აშშ-ში შედინება და ისეთი პროცესების განვითარება, როგორსაც ცდილობდნენ, საქართველოში განვითარებულიყო

ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია

ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია

იმედი

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება