მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჭოუ ციენი: მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ
ჭოუ ციენი: მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ

ჭოუ ციენი: მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ

იმედი|imedinews.ge

მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო ტერიტორიულად არც ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეგობრული კავშირები. 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ შედეგი გამოიღო. შანხაი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია.

მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მოტივაციას მისცემს სხვა ავიახაზებსაც, რომ შანხაისა და თბილისის გარდა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს ჩინეთის სხვა წამყვან ქალაქებთანაც”, - განაცხადა ელჩმა.

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორაBM.GE
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

იმედი

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იმედი

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

იმედი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

იმედი