მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა
CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა

CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა

იმედი|imedinews.ge

უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მას საწვავის ხარჯი 1,7 მილიარდი ევროთი, თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზრდება, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა „დიდი პრობლემები“ შექმნა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიამ საავიაციო საწვავის 80% უკვე დააზღვია. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს კომპანიას საწვავზე დამატებით 1,7 მილიარდი ევროს დახარჯვა მოუწევს. დახარჯული თანხის კომპენსირებას ის ხარჯების შემცირებითა და ბილეთების გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავლებით შეეცდება.

Luftnahsa-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 8,7 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 8%-ით აღემატება.

„პირველ კვარტალში ჩვენ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ფინანსური მაჩვენებლები. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი, საწვავზე ფასი ზრდასთან და საოპერაციო შეზღუდვებთან ერთად მთელი მსოფლიოსთვის, გლობალური ავიაგადაზიდვებისთვის, ჩვენი კომპანიისთვის პრობლემებს ქმნის. ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვირჩევით მდგრადობით და შედეგებთან გამკლავების ძალა შეგვწევს“, - განაცხადა Lufthansa-ს ფინანსურმა დირექტორმა კარსტენ შპორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი