მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: საწვავის მაღალმა ფასებმა და ცხოვრების გაძვირებამ აშშ-ის მომხმარებელთა განწყობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა
CNN: საწვავის მაღალმა ფასებმა და ცხოვრების გაძვირებამ აშშ-ის მომხმარებელთა განწყობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა

იმედი|imedinews.ge

მიჩიგანის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მაისში ახალ, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ზედიზედ მესამე თვეა მცირდება - იგი 44.2-მდე დაეცა და აპრილში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მინიმუმზე (49.8) დაბლა აღმოჩნდა.

„ირანში აშშ-ისრაელის ომმა, რასაც მოჰყვა ნავთობის მიწოდების კრიზისი და ფასების შოკი, კიდევ უფრო გააუარესა ისედაც შელახული განწყობები, რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ და ცხოვრების გაძვირების კრიზისმა გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.

„ცხოვრების ღირებულება კვლავ პირველხარისხოვან პრობლემად რჩება - მომხმარებელთა 57%-მა თავისთავად აღნიშნა, რომ მაღალი ფასები მათ პირად ფინანსებს აზარალებს, რაც წინა თვის მაჩვენებელთან (50%) შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნა განცხადებაში მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებელთა გამოკითხვების დირექტორმა, ჯოან სუმ.

„მიჩიგანის უნივერსიტეტის მომხმარებელთა განწყობის კვლევა სათავეს 1952 წლიდან იღებს: ამერიკელები ახლა უფრო ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე ომების, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის, 11 სექტემბრის ტერაქტების, დიდი რეცესიის, კოვიდ-19-ის პანდემიისა და მას მოყოლილი ინფლაციის მკვეთრი ზრდის პერიოდში“, - აღნიშნავს CNN-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია