მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. CNN: „შეცდომები ხდება“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს
CNN: „შეცდომები ხდება“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს

CNN: „შეცდომები ხდება“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ „შეცდომები ხდება“, როდესაც საქმე ეხებოდა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ დღეს ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ დარტყმისთვის ადმინისტრაციაში არავის პასუხისგებაში მიცემას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„არა. თუ ეს ვინმეს ბრალი იყო, როგორც იცით, საკითხი გამოძიების პროცესშია. ძალიან უცნაურია ამ ეტაპზე ასეთი კითხვის დასმა, როდესაც საუბარია დიდი ხნის წინანდელ ამბავზე, თუმცა ეს განზრახ არავის გაუკეთებია. ... რას იტყვით იმ ათასობით ჯარისკაცზე, რომლებიც მათ ააფეთქეს, როდესაც მანქანის კარი გააღეს? რას იტყვით ირანის მიერ მოკლულ ათასობით ადამიანზე? არა, შეცდომები ხდება“, - განაცხადა ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა დასძინა, რომ „ომი სასტიკი რამ არის“, აღნიშნა, რომ ინციდენტს თავდაცვის დეპარტამენტი იძიებს და დამატებითი კითხვების მისამართად თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტზე მიუთითა.

28 თებერვალს, აშშ-ის სამხედროებმა შემთხვევით დაარტყეს ირანულ სკოლას. თავდასხმის შედეგად, სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ მცირე 168 ბავშვი და 14 მასწავლებელი დაიღუპა, რაც, სავარაუდოდ, სიახლოვეს მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის შესახებ მოძველებული ინფორმაციის ბრალი იყო.

სამხედროების პირველადი გამოძიების თანახმად, ქალაქ მინაბში მდებარე „შაჯარეჰ თაიბას“ სკოლაზე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც აშშ-ის არმია მეზობლად მდებარე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტს ბომბავდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპი →გეგმავს →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი