მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს
Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს

Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს. კურსდამთავრებულებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეესწავლათ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეექმნათ მედიაპორტფელი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიასკოლა პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები, სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში ოთხი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას; მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელემონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას.

საგულისხმოა, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ წინა სამი ნაკადის კურსდამთავრებულთა 85% სხვადასხვა მედია ორგანიზაციაშია დასაქმებული.

„მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“, ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

იმედი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იმედი