მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-ის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციების კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციების კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციების კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, სახელმწიფო უწყებების პირველ პირებთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციების მე-13 კონფერენცია გახსნა. გახსნით სიტყვაში კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებაში მედიის როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. გულორდავამ ქვეყანაში არსებული მედიაგარემო შეაფასა და სახელმწიფო მიდგომის შედეგად მიღებულ მედიაპლურალიზმს გაუსვა ხაზი, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე საინფორმაციო სივრცე დგას.

„დღეს მედია წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, მოქალაქეთა ინფორმირების, პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. სწორედ ამიტომ, მედიის პასუხისმგებლობა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს სახელმწიფოს მტკიცე ნება და გადაწყვეტილებაა, ქვეყანაში სრულად იყოს უზრუნველყოფილი სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამის ნათელი დადასტურებაა მრავალფეროვანი მედიაგარემო და მაუწყებლების სიმრავლე. თუმცა, მედიაპლურალიზმთან ერთად, თანამედროვე საინფორმაციო სივრცე არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. გაიზარდა დეზინფორმაციის, ყალბი ამბების, მანიპულაციური შინაარსის, გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართული ზემოქმედების რისკებიც. განსაკუთრებულად ყურადსაღებია ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთში არევა, მიკერძოებული გაშუქება, სიძულვილის ენისა და აგრესიის გავრცელება, რაც საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და დაპირისპირების ზრდას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები ხშირად ვლინდება როგორც ტრადიციულ მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში, სადაც ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე ხშირად სანდოობისა და პასუხისმგებლობის ხარჯზე ხდება.“ - განაცხადა გულორდავამ.

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიის განვითარების, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებისა და სამართლიანი, გამჭვირვალე და კანონთან შესაბამისი გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, საკუთარ საქმიანობას სწორედ ამ პრინციპებზე აფუძნებს.

„ამ გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და თავად მედიის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უფლება მიიღონ ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს. კომისია ხელს უწყობს ჯანსაღი მედიაგარემოს განვითარებას, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრებას. კომუნიკაციების კომისია აღასრულებს კანონს და მომავალშიც განუხრელად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას. სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები არის ის ღირებულებები, რომლებზეც უნდა იდგეს თანამედროვე მედია და რომელთა დაცვაც დემოკრატიული საზოგადოების მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

იმედი

ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ

იმედი

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ტექსტი საბოლოო არ არის. თუ მე ის არ მომეწონება, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას განვაახლებთ

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ტექსტი საბოლოო არ არის. თუ მე ის არ მომეწონება, მათ თავებზე ბომბების ჩამოყრას განვაახლებთ

იმედი