მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს

იმედი|imedinews.ge

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას.

“ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

“ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო აფხაზეთში საქართველოდან ბენზინის შეტანაზე. კომენტარებში უწერდნენ რომ ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. დაური სახლში გარდაცვლილი იპოვეს”, - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

“მისი ვიდეოებს თან ახლდა რუსების მუქარები, ზიზღი, ბრაზი. დღეს გარდაცვლილი ნახეს. ეგეთი ქვეყანა ვართ”, - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით კი დადგინდა, რომ გარდაცლილმა მეგობართან ერთად, ბინაში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. დაღუპულის მეგობრის გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა, მან მარტო დატოვა. საცხოვრებელის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. ბუავას მეგობარი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა პოლიციამ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

იმედი

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

იმედი