მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველო წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის. მსგავსი ფორმატი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრებმა და პარტნიორებმა, საერთო გამოწვევებზე და თანამშრომლობაზე ღიად და მოქნილად იმსჯელონ. სამიტი, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად ევროპას. სამიტის მიმდინარეობა და ევროპელი ლიდერების შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი გონს მოეგო და სრულად აცნობიერებს საქართველოს, როგორც უალტერნატივო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. სამიტი იქცა დასავლეთის შეცვლილი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად. მიუხედავად წარსულში გაჟღერებული ვერბალური კრიტიკისა, დღეს საქართველო ყველასთვის სასურველ და მისაღებ ქვეყნად იქცა. ევროპელ ლიდერებს შორის არსებული ინტერესი და პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის ერთგვარი „შეჯიბრი“ დასტურია, რომ საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არქიტექტურაში გადამწყვეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. სამიტის ფარგლებში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრები ადასტურებს, რომ წარსულში არსებული უთანხმოებები ადგილს უთმობს პრაგმატულ თანამშრომლობას. ევროპა ეტაპობრივად ახდენს იმ რეალობის გააზრებას, რომ საქართველოს გარეშე კონტინენტის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელია. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის გარდამტეხი მომენტი. საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის სტაბილურობისა და განვითარების ის საყრდენი წერტილი, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა“, - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში