მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ
დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ

იმედი|imedinews.ge

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და რაგბის მოყვარულები საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ ასპარეზობას ელოდებიან.

„დღეს ველოდებით საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ისტორიაში ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ჯგუფური ეტაპი პირველივე თამაშის მოგებით დაგვეწყოს. ეს ძალიან პრინციპული შეხვედრაა, რადგან მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გუნდმა იცოდა, რომ სწორედ ამ მატჩისთვის ემზადებოდა. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ გუნდმა ამ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიოს. სტადიონი გულშემატკივრებით იქნება სავსე, ყველა ბილეთი გაყიდულია და ამისთვის დიდი მადლობა ქომაგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭების გამხნევება და მათ გვერდით დგომა.

რაც შეეხება ხარისხს, ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ჩატარდა პირველი თამაში და როგორ გაიმართა სხვა მატჩებიც. საქართველოში მსოფლიო სარაგბო წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ორგანიზებით კმაყოფილები და მადლიერები არიან. ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგების, არამედ იმ თვალსაზრისითაც, თუ რა ხარისხით ჩავატარებთ ჩემპიონატს და როგორი იქნება მისი საერთო ორგანიზება,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ ტესტ-მატჩებზე და მათ მაღალი შეფასება მისცა.

„უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გამარჯვებას ზელანდიის ნაკრებთან, რომელსაც 1949 წლიდან T2 ჯგუფის გუნდისთვის არ ჰქონდა წაგებული. ბიჭებისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ თავდაჯერებულობას მატებს და აძლევს რწმენას, რომ მზად არიან დიდი ბრძოლებისა და დიდი გამარჯვებებისთვის. გარდა ამისა, თამაშიც ძალიან მაღალი დონის იყო, რაც გვაძლევს იმედს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატსაც ბიჭები მაღალ დონეზე ჩაატარებენ. მათ დიდი გზა გაიარეს, დიდი შრომა ჩადეს და ახლა დადგა დრო, ეს ყველაფერი ქულებსა და გამარჯვებებში გარდასახონ. წარმატებებს ვუსურვებ მათ. რაგბის გარშემო დღეს ყველა გაერთიანებულია, რაც ძალიან მახარებს,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ

იმედი

გორდულაძე საბა ბუაძეს: როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირაო, არც ისრაელმა დაუჭირა მხარი და თქვენ რას ამბობთ, ისრაელი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასმხარს არ უჭერს?! ეს ხომ ასე არ არის!

არჩილ გორდულაძე ხოშტარიაზე: მე არ მინდა, რომ ოთხი შვილის დედასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ოთხი შვილის დედა წარსულში სხვაც გვახსოვს, რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო მხილებული. მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც შესაძლოა ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ეს არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან