
დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას ზუგდიდიდან ოთხი კაპრალი ემსხვერპლა - ბადრი ბერანძე, დავით ჯიქია, სერგეი გოროზია და კობა სერგია.
ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა როგორც ერთმანეთის, ისე მომავალი თაობების წინაშე”, - აღნიშნა მერმა.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge