
დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევრობიუროკრატები შეგნებულად იყენებენ ისეთ „მესიჯბოქსს“, რომელიც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს.
„იქ, სადაც სრულიად სამარცხვინოდ ხაზს უსვამენ, რომ მათ სურთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არ აქვთ კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, აქ ზუსტად ავლენენ იმ ანტიქართულ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომელსაც დღეს სამწუხაროდ ევრობიუროკრატია ახორციელებს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილავენ ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ამ ფონზე კაია კალასი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. კალასის თქმით, მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
იმედი
წყარო: imedinews.ge