მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი
დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

იმედი|imedinews.ge

რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რომ არაფრად მიაჩნიათ? რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის პირობებში მოძალადეს რომ დაუჭერს მხარს? - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მოლდოვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აკრედიტაცია არ მისცა.

„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოლდოველი ხალხი საქართველოს ისტორიული მეგობარია, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას სურს ამ პატარა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება, რათა ამით უფრო ადვილად შეაღწიოს ევროკავშირში. მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მოლდოვასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება.

საპასუხო ზომების მიღებაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მოცემულობის შემთხვევაში თბილისიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა „საქართველოში თავისუფალ სიტყვას არ ზღუდავენ“.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება