
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ
საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შეცვლას საკუთარი ღალატის გადასაფარად ცდილობს.
„საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი შეცვალონ და წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ. ხომ ნათელია, რომ საკუთარი ღალატის გადასაფარად აკეთებენ ეს ხალხი ამ ყველაფერს და მეტი არაფრისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge